100 000-მეტი ვიზიტორი ,,ხაშური NEWS”-ზე
მედია ორგანიზაცია ,,ხაშური News“ წარმოადგენს საქართველოში, შიდა ქართლში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მცდელობას, მუნიციპალიტეტში შექმნან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელია მედია საშუალება. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,ხაშური News“-ის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა, ახალგაზრდული იდეების და დამოკიდებულებების გამომზიურება და ფართო აუდუტორიისთვის გაცნობა. რამდენიმე დღეა, რაც ქართული პროვაიდერების რეიტინგში (TOP.GE-ზე) ,,ხაშური ნიუსზე” ჯამში 100 000-ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც ასეთი მცირე რესურსის მქონე რეგიონალური მედიისთვის ცოტა არაა. ჩვენს მკითხველს კი ვუხდით მადლობას და იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტ მკითხველი დაფიქსირდება.
შეგახსენებთ, მედია საშუალება ონლაინ სივრცეში არსებობს და მისი ვებ-გვერდია www.khashurinews.ge. საინფორმაციო-სააგენტო შორს დგას რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებისგან და მისი არსებობის მიზანი სწორედ მისი ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობაა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ მედია საშუალება მუშაობს ახალგაზრდების სრული ენთუზიაზმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ ბაზაზე.ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობაც ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ორგანიზაციაა, რომელიც ასევე ისახავს ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურულ-ისტორიული პოტენციალის ახალგაზრდების თვალით წარმოჩენას და პოპულარიზაციას. ,,Khashuri News”-ის მკითხველი აუდიტორია ძირითადად სოციალური ქსელის მომხმარებელია. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გვერდები, რომელზეც ვანთავსებთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს. სტატიების მნახველთა რაოდენობა დამოკიდებულია სტატიის თემის აქტუალურობაზე და გავრცელების ხარისხზე. ამგვარად ერთ სტატიას საშუალოდ ნახულობს 500-მდე მომხმარებელი, რაც მუნიციპალური ვებ-გვერდისთვის ცოტა არ არის.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,ხაშური News” მუშაობს ახალაგზრდების სრული ენთუზიაზმით. მას არ აქვს სამუშაო ოფისი, არ აქვს შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მაგრამ აქვს სურვილი და მონდომება ხაშურის მუნიციპალიტეტში შექმნას და ხელი შეუწყოს თავისუფალ აზრს, შესაბამისად დემოკრატიულ პროცესებს.