ხაშურში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება

2018 წლის 10-11 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დარბაზში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნიკოლოზ ხვედელიძისა და ვასილ ჩოჩაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება. ტურნირი 11:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!