“შეცვალე შენით” ხაშურის პირველ სკოლაში

პროექტი “შეცვალე შენით” არის სკოლებს შორის გამოწვევა. პროექტის მონაწილე მოტივირებული ახალგაზრდები ცდილობენ შეცვალონ საკუთარი გარემო, შექმნან გუნდი, დაგეგმონ აქტივობები და მეორადი, გამოუსადეგარი საგნების გამოყენებით გაალამაზონ სკოლის გარემო.

პროექტის იდეა მოიცავს სხვა სკოლის გამოწვევასაც. გამოწვეულ სკოლას აქვს 3 დღე გეგმის შესამუშავებლას და 2 კვირა მის განსახორციელებლად. 2. გამოწვეულ სკოლას უნდა ყავდეს ლიდერი მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისი ჯგუფის მუშაობაზე. 3. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მეორადი ნივთები მათი იდეების განსახორციელებლად. 4. ფინანსები შეიძლება გამოყენებული იქნას არაუმეტეს 30 ლარისა. 5. გამოწვევის შესასრულებელი ტერეტორია უნდა ეკუთვნოდეს სკოლას და არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. 6. გამოწვევაში ჩასართავად აუცილებელია სკოლის ნებართვა. 7. გამოწვეულმა სკოლამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს ვიდეოკოლაჟი იმ ტერეტორიისა რომელზეც მათ იმუშავეს, თუ რაიყო აქამდე და რა გაკეთდა. 8. გამოწვეულ სკოლას აქვს უფლება გამოიწვიოს მის რეგიონში არსებული 3 სკოლა. #ChangeByYourself

“ხაშური NEWS” ამჯერად ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მიერ გამოგზავნილ პროექტის ფოტოებს წარმოგიდგენთ.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!