ხაშურში გიორგი გურასპაშვილის იმპიჩმენტს ითხოვენ
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” ხაშურის მერობის კანდიდატის – გიორგი გურასპაშვილის მთავარი კონკურენტი რამაზ ნოზაძე იყო. რამაზ ნოზაძე არჩევნების მეორე ტურში გურასპაშვილთან დამარცხდა. იგი სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას აქვეყნებს: ,,შარშან თვითმმართველობის არჩევნებზე ხაშურში, სრულიად უფულოდ, ნასესხები ფულით დაბეჭდილი პალაკატებით და ოფისით, რომელიც მეგობრებმა მიქირავეს, პირველ ტურში დავამარცხე ნაცები, ევროპელი ნაცები და ოცნებას მიყიდული დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან ხალხს ცვლილებების მოლოდინი ჰქონდა, ხოლო მეორე ტურში, ოცნების კანდიდატთან ბრძოლაში 6500 ადამიანმა დამიჭირა მხარი, ბ.ნ გიორგი გურასპაშვილს კი ოცნებამ “შეუკერა” 10000 ხმა და დანიშნა მერად !!! მოდით ვნახოთ რა მოხა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვაშაძენ (ნაცები) აიღო 9000 ხმა, ხოლო ზურაბიშვილმა (ოცნება) 7000 ხმა და ამის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ გურასპაშვილმა პატიოსან ბრძოლაში მოიგო არჩევნები? არა და ამიტომ 2018 წლის არჩევნების შედეგი ჩემთვის, არის საბაბი დავიწყო ხაშურის მერის იმპიჩმენტის პროცედურები !!! მივმართავ ბ.ნ გიორგი გურასპაშვილს და ვაძლევ დროს მეორე ტურის დასრულებამდე, რომ საკუთარი განცხადებით დატოვოს თანამდებობა !!! წინააღმდეგ შემთხვევაში იმ 10000 ხმით გადავაყენებთ თანამდებობიდან, რომლითაც მოვიდა !!!”.