ცირა ბარბაქაძის პირველი ტვიტერატურული კრებული – “ყველაფერი (თ)ამაშია”

30 ივნისს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის 32) გაიმართება ცირა ბარბაქაძის პირველი ტვიტერატურული კრებულის – “ყველაფერი (თ)ამაშია” პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა.

წიგნს წარადგენენ:
ავტორი, ცირა ბარბაქაძე
წიგნის რედაქტორები: პროფ. გია ჯოხაძე და პროფ. ნინო პოპიაშვილი
აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოეზიის კლუბის წევრები.

,,ამ წიგნის პრეზენტაცია არ იქნება სტანდარტული… რაკი ყველაფერი თამაშია, ყველა, “ლიგამუსში” პრეზენტაციაზე მოსული, გახდება საინტერესო თამაშის მონაწილე… თანამდევი სიურპრიზებით.. მოემზადეთ ენობრივი თამაშებისთვის… დანარჩენს ადგილზე გაიგებთ. მობრძანდით და ითამაშეთ ჩვენთან ერთად” – ნათქვამია წიგნის ავტორის განცხადებაში.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!