ხაშურის შემოქმედებითი განვითარების ცენტრში წლის შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში სასწავლო წლის ბოლოს, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. 13 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ცენტრში არსებული წრეების (ხატვის, ვოკალური მუსიკის, ცეკვის, ტექნიკური, ხალხური რეწვის, ქარგვის, კლასიკური მუსიკის, უცხო ენის, მკითხველთა კლუბი) მოსწავლეები და პედაგოგები მშობლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის აწყობენ საჩვენებელ გამოფენებს, სამოდელო გაკვეთილებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და დაფინანსებით ცენტრში არსებული ყველა წრე უფასოა და ძალიან დიდი შესაძლებლობა და გამოცდილებაა ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის.

13 ივნისს პროგრამა გაიხსნა კლასიკური მუსიკის შემსწავლელი წრის ღონისძიებით „ბახი, პატრიოტული სიმღერები“ ( წრის ხემძღვანელი: ლიანა ტატიშვილი).

18 და 19 ივნისს გაიმართა ტექნიკური წრისა და ხატვის წრის ღონისძიებები.

სასწავლო წლის შემაჯამებელი პროგრამის ციკლს 29 ივნისის საერთო ღონისძიება დაასრულებს.

ცენტრის მმართველი ალექსანდრე ჯოჯიშვილი: „13 ივნისიდან მიმდინარეობს ყველა წრის შემაჯამებელი ღონისძიება. 29 ივნისს გვექნება ინტეგრირებული წარმოდგენა და დამსწრე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი მუშაობის შედეგს“.

ნინო დოფიძე

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!