„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეულში ორი ხაშურელი მასწავლებელია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. წლევანდელ 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ორი ხაშურის მუნიციპალიტეტიდანაა. ესენი არიან: ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ნადია დაბრუნდაშვილი და სურამის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ – ნაწილია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!