ქართულ უნივერსიტეტში მურად მთვარელიძის საღამო გაიმართება
2018 წლის 7 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მწერალ, ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძესთან, აგრეთვე იქნება მისი ახალი წიგნების წარდგენაც. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველ ხაშურელებს მუნიციპალიტეტის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
უნივერსიტეტის მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა, I კორპუსი, მე-4 სართული.
მურად მთვარელიძის ბიბლიოგრაფია:
1. ტიციან ტაბიძე, (თანაავტორი), გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 1999 წ.
2. ძველი ქართული აფორისტული მეტყველება, გამომცემლობა “მერიდიანი”, თბილისი, 1996 წ.
3. ილია ჭავჭავაძე და ქართული აფორისტული მეტყველება, გამომცემლობა “მერიდიანი”, თბილისი, 1995 წ.
4. ღვთითკურთხეული დედები, წიგნის სახლი, თბილისი, 2005 წ.
5. სამი ქართული ოჯახი, გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2005 წ.
6. ლესია უკრაინკას ბიბლიოთეკა-მუზეუმი სურამში, (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე), გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2004 წ.
7. დედაშვილობის ნათელი, გამომცემლობა “ბაკმი”, თბილისი, 2003 წ.
8. მათი პოეზიის მუზა, გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2002 წ.
9. მათი ბედნიერი და უბედური დღეები, გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2000 წ.
10. ლესია, (უკრაინულ ენაზე), გამომცემლობა “ზადრუგა”, კიევი, 2006 წ.
11. ლესია, გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2005 წ.
12. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, გამომცემლობა “ცის ნამი”, თბილისი, 2004 წ.
13. აპრილის სევდა, გამომცემლობა “ცის ნამი”, პირველი გამოცემა 1989 წ. მეორე გამოცემა 2004 წ. მესამე გამოცემა 2014 წ.
14. წიწამურიდან წიწამურამდე, გამომც. “ცის ნამი”, თბ. 2007 წ.
15. ყიფიანები, გამომც. “ცის ნამი”, თბ. 2008 წ.
16. ქვიშხეთი – ქართველ მწერალთა სავანე, გამომც. “ცის ნამი”, 2009 წ.
17. სიყვარულის ახსნა, გამომც. “ცის ნამი”, თბ. 2009 წ.
18. ქრონიკები ტიციან ტაბიძის ცხოვრებიდან, გამომც. “ლიხი” ხაშური, 2010 წ.
19. სიტყვაში გაცხადებული მწუხარება (აკაკი წერეთლის ეპიტაფიები) გამომც. “ლიხი”, 2010 წ.
20. მეიგავე, გამომც. “შემეცნება”, თბ. 2010 წ
21. ლუციყვარჯაკვა, გამომც. “ცის ნამი” თბ. 2013 წ.
22. ტყვიის პრემია, გამომც. “ფარნავაზი”, გორი, 2013 წ.
23. მესამე ნაპირი, გამომც. “მერანი”, თბ. 2014 წ.
24. მამები დიდი შვილებისა, ხაშური, 2014 წ.
25. ხიბლი ადგილის დედისა, ხაშური, 2015 წ.
26. მოძღვართმოძღვრები, ხაშური 2015 წ.
27, ხაშურის რაიონი და ქართული მწერლობა, ხაშური, 2015 წ.
28. ლიტერატურული წერილები, წიგნი 1, ხაშური, 2015 წ.
შედგენილი წიგნები:
1. ქართული აფორისტული მეტყველების ანთოლოგია, წიგნი I, წიგნის სახლი, თბილისი 2005
2. მოყევ დავითის მცნებასა, თსუ გამომცემლობა, თბილისი 1993
3. აკაკი წერეთლის აფორიზმები და გამონათქვამები, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1993 წ.
4. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1988 წ.
5. სიტყვა ყოვლისა საქმისა, გამომც. “ლამპარი”, ხაშური, 2005 წ.