მკრტიჩ I ხაშურში
გაზეთ ,,ივერიის” 1893 წლის სექტემბრის ნომერში ხაშურიდან საინტერესო კორესპონდენციას ვკითხულობთ: ,,27-28 აგვისტოს ხაშური სულ სხვა სანახავი იყო: აქ დიდ ძალი ხალხი მოვიდა, აბასთუმნიდგან, ახალციხიდგან, ბორჯომიდგან და სხვა-და-სხვა სოფლებიდგან სომეხთ კათალიკოზ მკრტიჩ I-ის მისაგებებლად. 5 საათსა და 12 წამზეც გამოჩნდა მატარებელი, არ მოახლოვებულიყო სადგურს, რომ შეიქმნა ძახილი: ,,კეცე ჰაირიკ!” მოვიდა მატარებელი. გამობრძანდა კათალიკოზი, გადასწერა ხალხს ჯვარი და სთქვა: ,,მე მოვდივარ წმიდა ადგილებიდგან ბეთლემ-იერუსალიმ და გოლგოთიდგან, მომაქვს იქიდგან ლოცვა-კურთხევა. იყავნთ დღე-გრძელნი და კურთხეულნი, გიყვარდეთ მხნეობა და გქონდეთ ღვთის სიყვარული. აღტაცებული ვარ სიხარულით, რომ გხედავთ ასე გახარებულთ ჩემის ნახვითა”…
სურამის დეპუტაციამ პურ-მარილი და სომხურად დაწერილი სიტყვა მიართვა. 6 საათზედ მატარებელი დაიძრა”.
მკრტიჩ I (ხრიმიანი) იყო კონსტანტინეპოლის სომეხთა პატრიარქი 1869-1873 წლებში, სრულიად სომეხთა კათალიკოსი 1892 – 1907 წლებში.
გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 1907 წლის 29 ოქტომბერს. დაკრძალულია ეჩმიაძინის მოანსტერში.