ხაშურში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება

ხაშურში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე) ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტი იწყება. პროექტი განხორციელდება საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობის საფუძველზე და საზოგადოებრივი და ბიზნეს წრეების ჩართულობით და ინვესტიციების მოზიდვით. თავის მხრივ ხაშურის მუნიციპალიტეტიც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გეგმავს.

ამ ეტაპზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ხაშურის საკრებულომ აღნიშნულ ტერიტორიას მიანიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც გააადვილებს და ხელს შეუწყობს ამ ადგილზე საინვესტიციო პროექტების განხორცილებას. ამ ეტაპზე, ლიტვის მთავრობის მხარდაჭერით გაწმენდილია ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან და შეტანილია ახალი მიწა. უახლოეს პერიოდში ისევ იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ტერიტორიის დასუფთავების სამუშაო, რაში მონაწილეობისკენაც ყველა ხაშურელს შეუძლია.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!