ხაშურში ახალი სამედიცინო კლინიკა შენდება
ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე ახალი მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს. სამედიცინო კლინიკას ,,გორმედი” აშენებს. სამედიცინო ცენტრში ყველა სამედიცინო პროფილი იქნება წარმოდგენილი როგორც მოზრდილთა, ასევე, პედიატრიული მიმართულებით.
• გეგმიური ამბულატორიული მიმართულება;
• მწვავე ამბულატორიული მიმართულება;
• გეგმიური სტაციონარული მკურნალობა;
• მწვავე სტაციონარული მიმართულება;
• თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციოები,
• კრიტიკული მედიცინის განყოფილება;
• ემერჯენსის მომსახურება;
• თერაპია;
• კარდიოლოგია;
• ნევროლოგია;
• ქირურგია;
• ტრავმატოლოგია;
• ოტორინოლარინგოლოგია;
• მეან-გინეკოლოგია;
• ოფთალმოლოგია;
• რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ნაწილს, დამონტაჟდება კომპიუტერული ტომოგრაფი; ციფრული ვერსიის რენტგენი; გათვალისწინებულია სრული ლაბორატორიული მომსახურება;
,,გორმედის” განცხადებით ხაშურის სამედიცინო ცენტრში, პაციენტებს, ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსების გარდა, ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები გაუწევენ მომსახურებას. ხაშურის სამედიცინო ცენტრი 100 ერთეულ სტაციონარულ საწოლზეა გათვლილი, რაც შეეხება ამბულატორიულ მომსახურებას, ერთდროულად, დაახლოებით, 300-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს.