ხაშურელი ახალგაზრდები ადგილობრივ ლიდერთა პროგრამაში ჩაერთვნენ
კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინსტიუტი, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს – ადგილობრივ ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამას. პროგრამის მთავარი ამოცანა არის რეგიონებში მცხოვრები აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
ხაშურის სესიის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი მოგვარების გზების დასახვაზე, გაიღრმავებენ ცოდნა მათი როლის შესახებ ლოკალური დემოკრატიზაციის განვითარებაში, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება წარიმართოს დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის, რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკურ განვითარებაში.
მეორე საკითხი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს, იყო ლიდერობა, რომელიც მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების განხილვას, როგორიცაა ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, რა ძალა აქვს ახალგაზრდულ ხმას, რა შესაძლებლობები აქვთ და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს.
ტენინგი 2018 წლის 9 მაისს, ხაშურის ამერიკის კუთხეში ჩატარდა. დაგეგმილია შემდგომი აქტივობებიც.
პროექტის საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის, გიორგი მელაშვილის, ინიციატივით ხორციელდება.
პროგრამის საუკეთესო მონაწილეები შეირჩევიან ადგილობრივ ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის ზაფხულში.