ხაშურში 9 მაისს ,,გამარჯვების დღე” აღინიშნება

2018 წლის 9 მაისს, ხაშურში, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 73 წლისთავი აღინიშნება. ხაშურელი ომის ვეტერანები და ადილობრივი ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ღონისძიების ბოლოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრად სასურსათო პაკეტები გადაეცემათ .

ღონისძიებები დაიწყება 12:00 საათზე, ქალაქ ხაშურში, ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე.

,,გამარჯვების დღე” ევროპის ქვეყნებში 8 მაისს აღინიშნება და 1945 წლის 8 მაისს, კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციას უკავშირდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილში, მათ შორის საქართველოში, ფაშისტურ გერმანიაზე გაამრჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!