ადგილობრივ ლიდერთა პროგრამა – ტრენინგი ხაშურელი ახალგაზრდებისთვის
კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინსტიუტი, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს – ადგილობრივ ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამას. პროგრამის მთავარი ამოცანა არის რეგიონებში მცხოვრები აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
5 წელზე მეტია ევროპულ-ქართული ინსტიტუტი საქართველოში არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში.
ხაშურის სესიის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი მოგვარების გზების დასახვაზე, გაეცნობიან ადგილობრივი თვითთმართველობის სპეციფიკას საქართველოსა და საზღვარგარეთ, გაიღრმავებენ ცოდნას მისი როლის შესახებ ლოკალური დემოკრატიზაციის განვითარებაში, იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება წარიმართოს დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის, რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკურ განვითარებაში.
მეორე საკითხი, რომელიც განიხილება ახალგაზრდებთან ერთად, არის ლიდერობა, რომელიც მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების განხილვას, როგორიცაა ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, რა ძალა აქვს ახალგაზრდულ ხმას, რა შესაძლებლობები აქვთ და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს.
პროექტის საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატის, გიორგი მელაშვილის, ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 16-დან 23 წლამდე.
პროგრამის საუკეთესო მონაწილეები შეირჩევიან ადგილობრივ ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 2018 წლის ზაფხულში.
მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა : https://docs.google.com/forms/d/1EwXGbW7Y-ixisZ5HezjUvJ4rbZzlhlW8x3HqHUQ9icY/viewform?edit_requested=true
ტრენინგი ჩატარდება 9 მაისს, ხაშურის ამერიკის კუთხეში!