,,მიწერე გმირს” – ესეების კონკურსი ხაშურელი მოსწავლეებისთვის
ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხაშურელ მოსწავლეებს ახალი ინიციატივას სთავაზობს. საქართველოს თანამედროვე გმირის – არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ქალაქ ხაშურის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინიცირებით, იწყება ესეების კონკურსი სახელწოდებით “მიწერე გმირს”. შიდა სასკოლო ტური 8 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება. 20 მაისამდე სკოლა ხაშურის რესურსცენტრში ერთ გამარჯვებულ ესეს წარმოადგენს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საჯარო და კერძო სკოლებიდან;
☑მაქსიმუმ ათასი სიტყვა;
☑ესეების კონკურსი ეძღვნება გმირის- არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, მაგრამ არ ვართ შეზღუდული რომელ გმირს მიეძღვნება კონკრეტული ესე;
☑მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
☑პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი დაჯილდოვდება რესურსცენტრის უფროსის პირადი საჩუქრით;
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ზოგადსგანმანათლებლო დაწესებულებაში.