ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი ხაშურში და ანსამბლ ,,ციერის” დებიუტი
2017 წლის 25 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და “Art Studio”-ს ორგანიზებით ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები “ანჩისხატი”, “სათანაო” და “ციერი”. შეგახსენებთ, რომ ანსამბლი “ციერი” ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან არსებული ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც სულ რაღაც 3 თვეა არსებობს. ,,არტ სტუდიო” მადლობას უხდის მოწვეულ ანსამბლებსა და მათ ხელმძღვანელებს.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!