,,მოუსმინე მოსწავლეს” – ხაშურის მე-7 სკოლაში დისკუსია გაიმართა
საჯარო სკოლებში ბოლო პერიოდში არსებულმა პრობლემებმა სრულიად საქართველოს ყურადღება მიიპყრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში დისკუსიებისა და მსჯელობების კამპანია გააძლიერა, რაც საბოლოოდ ბულინგის აღმოფხვრისკენაა მიმართული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ,,მოუსმინე მოსწავლეს” კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ სსიპ-ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. საუბარი მიმდინარეობდა ბულინგის თემაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!