ოსიაურში ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
2017 წელი დიდი ქართველი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო წელია. 4 დეკემბერს მისი დაბადებიდან 200 წელი სრულდება. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება 2017 წლის 2 დეკემბერს ატარებს გენიალური ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დევიზით ,,ბარათაშვილი და საქართველო.“
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მუზეუმების, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.
კონფერენცია იმუშავებს სამი მიმართულებით: ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, სამუზეუმო საქმე
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული.
კონფერენციის ჩატარების ადგილად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურია განსაზღვრული. აქვე, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოშია ტატო ბარათაშვილის მამის – მელიტონ ბარათაშვილის საფლავი.
,,ხაშური ნიუსი” კონფერენციის დროსა და ადგილს შემდგომში კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ.