არჩევნების დასასრულისთვის ხაშურში 34.66% ამომრჩეველი დაფიქსირდა
19:00 საათზე ხაშურში მეორე ტური დასრულდა და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ხაშურის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 48963 ამომრჩეველი, ხოლო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი 16973-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 34,66%-ს უდრის. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 39,34% იყო.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!