პროექტი, რომელმაც მრავალი ხაშურელი ქალის ცხოვრება შეცვალა

   ხაშურის მუნიციპალიტეტი არ გამოირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლით,  მაგრამ არის ისეთი ორგანიზაციები,  რომლებიც მთელი მონდომებით და ენერგიით აკეთებენ საქმეს,  რომელიც მუნიციპალიტეტს ავითარებს.  რამდენიმე წლის წინ ხაშურში სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე” დაფუძნდა,  რომელმაც პირველივე დღიდანვე შემოიკრიბა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი და დაიწყოს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობა.  ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერია ლიტვის რესპუბლიკის საელჩო,  რომლის ფინანსური ხელშეწყობით არაერთი სასარგებლო პროექტი დაფინანსდა. პროექტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ,,დამოუკიდებელი ქალი”, რომლის შესახებას ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი დიანა გელაშვილი გვესაუბრება. 

მოკლედ გვიამბეთ პროექტის არსის შესახებ, რატომ გაგიჩნდათ იდეა და რა პრობლემის აღმოფხვრისკენაა მიმართული?

ჩვენს კულტურაში, სადაც მამაკაცს წამყვანი როლი უჭირავს, ხშირია ქალთა როლის დაკნინებისა და დისკრიმინაციის ფაქტები. ძალადობის ერთ-ერთ ტიპს განეკუთვნება ეკონომიკური ხასიათის ძალადობა, რაც იწვევს ქალის მხრიდან ყველა სხვა ტიპის ძალადობის მოთმენის იძულებას. შესაბამისად, ილახება ქალთა უფლებები და მათი სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობა არის გენდერული ნიშნით უფლების შელახვის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ხშირად იფარება და უცნობი რჩება, რაც შეუძლებელს ხდის რეაგირებას. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ ოჯახში ძალადობა, მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ოჯახის პრობლემაა, ახლა იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პრობლემად მიიჩნევა, რომლის გადაწყვეტაც სახელმწიფოებრივ და საზოგადოების მენტალობის შეცვლის დონეზე უნდა მოხდეს.

ოჯახში ძალადობის ფაქტები კომპლექსურია და აძლიერებს თაობებს შორის ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებსაც. ძალადობა ხელს უშლის ინდივიდის განვითარებასა და პროგრესული საზოგადოებისათვის ვერ ქმნის სათანადო წინაპირობებს. ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა მრავალმხრივ ქმედებებს საჭიროებს, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან.
ამ პრობლემის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ გამოსავლად ქალების
ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ხოლო ძალადობის პრევენციისათვის ქალების ცნობიერების ამაღლება, განათლების ხელმისაწვდომობა, პროფესიული გადამზადება მიგვაჩნია, ხოლო ძალადობის პრევენცია ინფორმირებულობის ზრდის და სერვისებზე წვდომის გზითაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა პროექტი ,,დამოუკიდბელი ქალი“.

 უკვე რამდენიმე წელია პროექტი ,,დამოუკიდებელიქალი“ მიმდინარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა პროექტის წარმატება?

დიახ, პროექტი ,,დამოუკიდებელი ქალი” ხაშურის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 2015 წლიდან დღემდე ხორციელდება. ამ ხნის მანძილზე პროექტის სერვისებით, რომელიც საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების ერთობლიობას მოიცავს, ისარგებლა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა (18-დან 45 წლამდე ასაკის) 75-მდე ქალმა. ტრენინგები თავისი კონცეფციით, ქალების გაძლიერებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობისკენაა მიმარტული და საჭირო უნარების გადაცემას გულისხმობს. ბენეფიციარების რეალურად გაძლიერების პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსურია, თუმცა, პროექტით გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, რომელიც მათ კომპეტენციას ზრდის ისეთი სასწავლო პროგრამით, როგორიცაა: ხელსაქმე (ჭრა-კერვა, ქსოვა, ქარგვა და სხვ), ფარმაცია (სააფთიქო საქმე), პირველადი სამედიცინო დახმარება, კომპიუტერული პროგრამები, სამეწარმაო საქმე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. ტრენინგები და ვორკშოპები ,,პიროვნულ ზრდაში”, ,,ქალთა უფლებების დაცვასა“ და ფსიქოლოგთან სკონსკულტაციებში – პროექტის მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი ასპექტებია. პროექტში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. ორგანიზაციაში პროექტის. ბენეფიციარებთან შესახვედრად პერიოდულად ვიწვევთ სახალხო დამცველის აპარატიდან გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის სპეციალისტებს და სპიკერებს, რომლებიც კითხულობენ საჯარო ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლო გავლენა ოჯახში
ძალადობასთან (მეუღლეთა ქონებრივი უფლებები ზოგადი მიმოხილვა); მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები; რა არის ოჯახში ძალადობა და ვინ მოიაზრება ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის მიზნებისათვის; ძალადობის ფორმები; მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მექანიზმები; ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ ძირითადი პრობლემები და გამოწვევები; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა საქართველოში და სხვა. ყველა ეს საინფორმაციო თუ სასწავლო პროგრამა ქალებს კომპეტენტურობას, ინფორმირებულობას და ძალას ჰმატებს, რის შემდეგაც ისინი თავად ხდებიან სხვა ქალებისთვის საკუეთესო მაგალითი და გზამკვლევი სირთულეების დაძლევის გზაზე.

პროექტი ქალებს ეხმარება საკუთარ თავში ახალი სასიცოცხლო და
შემოქმედებითი ძალების, შესაძლებლობების და უნარების აღმოჩენასა და გაძლიერებაში, შიშების და კომპლექსების დაძლევასა და მომავლის დაგეგმვაში. პროექტის ფარგლებში სოფლებებიდან ხაშურში ბენეფიციარების მგზავრობის ხარჯებიცაა გათვალისიწნებული. ასევე ქალებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვების სახლში დატოვების პრობლემა აქვთ, მეცადინეობების პარალელურად შესაძლებელია საგანგებოდ მოწყობილ საბავშვო ოთახში შესაბამისი ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ ბავშებისათვის გასართობი და შემეცნებით პროგრამების განხორციელება. პერიოდულად ვმონაწილეობთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებზე და პროექტის ფარგლებში შემნილხელნაკეთ ნიმუშებს საქველმოქმედო მიზნებით ვიყენებთ. ყველა ამ ხსენებულმა ფაქტორმა განაპირობა პროექტის წარმატება.

ამ პროექტით რა შეიცვალა ხაშურელი ქალბატონების ცხოვრებაში?

ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრების ეტაპები პროექტამდე და პროექტის შემდეგ საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. გვყავს პროექტის ძალიან მადლიერი მონაწილეები, გვაქვს მათი წარმატების არაერთი მაგალითი, როცა სახლის პირობებში წლობით ,,კარჩაკეტილი“ ცხოვრების სტილიდან, დასაქმებულ და თვითრეალიზებულ ქალად იქცევა და შვილებისა და ოჯახის წევრებისათვის უფრო მოტივირებული, ენერგიული და დამოუკიდებელი ქალი ახალ ცხოვრებას იწყებს. გვაქვს წარმატების მაგალითები, როდესაც ეკონომიკურად ოჯახის წევრებზე წლობით დამოკიდებული ქალი პროექტში მონაწილეობის შემდეგ ახლებურად აღიქვამს საკუთარ შესაძლებლობებს და პრობლემების დაძლევის გზებს.

როგორია ლიტვის საელჩოს პოზიცია და რატომაა მათთვის პრიორიტეტული საქართველოში, კერძოდ ხაშურში ხელი შეუწყოს მსგავსი პროექტების არსებობას?

როგორც მოგახსენეთ, პროექტს ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა უჭერს მხარს თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ამ პროცესში ლიტვის საელჩოს წარმომადგენლობას მხოლოდ პერიოდულად მონიტორინგის და პროექტის ეფექტურობის შეფასების ფუნქცია აქვს. ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ყოველ ჯერზე დადებითად აფასებს პროექტის მსვლელობას და მიღწეულ შედეგებს. დიდი მადლიერებით უნდა აღინიშნოს, სხვადასხვა დროს ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ხაშურში განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო, ინფორმაციული თუ ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები. ხაშურთან დაკავშირებით კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ეყრება საფუძველი, რაშიც ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. პროექტის ,,დამოუკიდებელი ქალი“ თავის თავში ევროპული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ისეთ სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროშიროგორიცაა ქალის როლის გაძლიერება, როგორც ოჯახში ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში ძალზედ აქტუალურია, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ძლიერი ქალი უდრის შვილების სიძლიერეს და ოჯახის კეთილდღეობას, რაც ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის უმნიშვნელოვანესი საფუძველთაგანია.

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით ინფორმაციის გაცვლისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა ხროციელდება, რაც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ არჩევანს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს მისი სრულფასოვანი წევრი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მათ შორის ლიტვის მთავრობა და ლიტველი ხალხი საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორი და მეგობარია, ეს ქვეყანა უანგაროდ გვიწოდებს დახმარების ხელს და გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და წარმატების მაგალითებს პროექტების მხარდაჭერის სახით. ხაშური დიდი შესაძლებლობების და ჯერ აუთვისებელი პოტენციალის ქალაქია, რაც ბევრი ახალი პროექტის შექმნის იდეას წარმოშობს. ხოლო ის ფაქტი, რომ ლიტვის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ხაშურში განხორციელდა, ამას ბევრი ობიექტური გარემოება განაპირობს, რომლებსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი და რომელმაც საჭირო დროს და საჭირო ადგილზე საინტერესოდ მოიყარა თავი, თუმცა დღეს ეს თანამშრომლობა ხაშურის ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორსა და ლიტვურ მხარეს შორის სრულიად ახალ და ბევრად უფრო მასშტაბურ და სერიოზულ საფეხურზე გადადის, რის შესახებაც ხაშურის საზოგადოება მალე შეიტყობს და რომელთა წარმატებით განხორციელებისათვის მონდომებულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა გამგეობის სახით ისე ჩვენ, არასამთავრობო სექტორი.

რა სირთულეებს წააწყდით პროექტის სხვადასხვა ეტაპის განხორციელებისას და როგორ შეძელით მათი მოგვარება? 

სირთულები მაინც ქალის როლისა და დანიშნულებისადმი საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებშია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, დღესაც ისევე როგორც ათეულობით წლის წინ, ზოგ ოჯახში, სოფელსა თუ ქალაქში მიიჩნევა, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ შვილებისა და მეუღლის მოვლაში და სამზარეულოში საქმიანობით შემოიფარგლება. ოჯახში კი ფულის შემომტანი არის მამაკაცი, რომელიც ქალს კარნახობს ქცევის წესებს და გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ მამაკაცი ღებულობს, შესაბამისად
პროექტში აქტიურად ჩართვა ვერ მოხერხდა, ისევე როგორც პასიურიბით გამოირჩევიან ქალების იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებიდან. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, ქალების პასიურობისა და ,,კარჩაკეტილობის“ პრობლემურობაში.

რაგეგმაბი გაქვთ პროექტის შემდგომ ეტაპებზე?

პროექტი ,,დამოუკიდებელი ქალი“ 2018 წლის მაისამდე გაგრძელდება და ამ დროისათვის კიდევ ერთ ახალ, მინიმუმ 15 ბენეფიციარით დაკომპექტებულ ჯგუფს მოვამზადებთ. თუმცა ამ პროექტის დასრულებით გენდერულ პრობლემებზე მუშაობას არ ვამთავრებთ. ქალების გაძლიერების საქმეში ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის შეიტანს თავის წვლილს. ჩვენი ბენეფიციარები კი ჩვენ ორგანიზაციის გუნდის წევრებად რჩებიან, რაც ჩვენს შორის მუდმივ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას გულისმობს.

რა სიახლეებს ჰპირდება თქვენიორგანიზაცია ხაშურის საზოგადოებას?

სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“ 2012 წელს დავაფუძნეთ და დღემდე რვა მცირე და ფართომასშტაბიანი პროექტი განვახორციელეთ. ორგანიზაცია დღეს კიდევ უფრო ძლიერია, გვყავს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციას უკვე აქვს მაღალი სანდოობა და ავტორიტეტი. შესაბამისად ორგანიზაციას აქვს საკმაო გამოციდლება და რესურსი განახორციელოს საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები, რომელიც დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება. ორგანიზაცია ღიაა ახალი წევრების მისაღებად და ახალი ინიციატივებისა და იდეების განსახორციელებლად.

© გიორგი ჩუბინიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!