17:00 საათისთვის ხაშურში 30,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
საარჩევნო ადმინისტრაციამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღნიშნული დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ – 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი – შიდა ქართლში 31.5%. ხაშურის საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მდგომარეობით 30,4%-იანი აქტივობაა დაფიქსირებული და საკუთარი არჩევანი 14896-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!