,,კეკლუცი ქვიშხეთი” და სააბაშიო 1888 წელს
XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის წარსულის შესახებ არაერთი საინტერესო მასალაა. ერთ-ერთი ფრაგმენტი 1888 წლის გაზეთ ,,ივერიიდანაა”, რომელსაც ,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ.
,,ბანაკს, სამხრეთით, მტკვარი ჩაუდის; მდორე მტკვარს, მაგრამ მძლავრსა და ღონიერს მაღლიდგან პატარა სოფლები და შაქრის თავის მსგავსნი მთანი გადმოსცქერიან; სამხრეთით გაჭიმულია გზა-ტკეცილი, მწვანე მინდვრები, ბეღლითისა და სურამის მთები, რომლის კალთებზედ გაშენებულია ლამაზი, კოხტა, ბაღებით შემკული სოფლები: ბეკამი, ყიფიანთუბანი, ტეზერი და სავანლის უბანი. აღმოსავლეთით ბანაკს უძევს სოფ. ცხრა-მუხა, ზემო-ჭალა და ხაშური. დასავლეთით საამურად იცქირება მაღალი ქვიშხეთის მთა, ანუ ,,მთა-წმინდა”, რომლის ძირში მდებარეობს კეკლუცი, ლამაზი ქვიშხეთი. ამ სოფლით გარკვევით იხედება თავად-აზნაურთა მაღალი სახლები, რომელთა შორის განსვენებულის დ. თ. ყიფიანის სასახლე ნამეტნავად ამაყობს და თავ-მომწონეობს”.
გაზეთი ,,ივერია”, 1888 წელი