ნათესავები სიებში და ხაშურის ტენდერების კორუფციული წახნაგები

სოციალურ ქსელში ორგანიზაცია,,შეაჩერე კორუფცია” საინტერესო კვლევას ავრცელებს,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ამბავი # 2
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 12-14 ნოემბერს ხაშური სტიქიამ დააზარალა. შედეგების აღსაკვეთად ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იყო 742 000 ლარი.
ეს თანხა ხაშურის მუნიციპალიტეტის განკარგულებით გადანაწილებული იყო 9 პროექტში, რომლებიც რამდენიმე კომპანიას გადაეცა გადაუდებელი აუცილებლობით.
ეს კომპანიებია:
შპს „გუროს“ (მალხაზ ფცქიალაძე) – 77 011 ლარი მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის.
შპს „გუროს“ (მალხაზ ფცქიალაძე) – 137 228 ლარი ლესელიძის #10-ში მრავალბინიანი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
ინდმეწარმე თემურ ლომიძეს – 101 169 ლარი გურამიშვილის #4 -ში საბავშვო ბაღის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
შპს „ატლანტას“ (თემურ მელიქიძე) – 90 333 ლარი გურამიშვილის #4-ში მრავალბინიანი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
შპს „გეზი 09“-ს (გოჩა ხაჩიძე) – 109 207 ლარი მინისტარის #5-ში მრავალბინიანი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
შპს „პირამიდა 777“-ს (მერაბ ხაჩიძე) – 46 502 ლარი ცხვირაშვილის #11-ში მრავალბინიანი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
შპს „ჯეომელს“ (ზურაბ სებისკვერაძე) – 118 945 ლარი გაგარინის #74-ში მრავალბინიანი შენობის სახურავის მოწყობის სამუშაოებისათვის.
შპს „ალიანსი+2007“-ს (ფარნაოზ ლომიძე) – 20 000 ლარი სოფ. ახალშენში ეთერ ხარებაშვილის დაზიანებული სახლის მშენებლობისათვის.
ინდმეწარმე ნუგზარ კოპაძეს – 22, 485 ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის.
მთლიანად დაიხარჯა 712 191 ლარი.
ჩვენ აქ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ვერ შევაფასებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
ჩვენ მხოლოდ ვასრულებთ ხაშურის მოქალაქეების სურვილს და ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას.
ამავე დროს, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ხაშურის გამგებლის მეგობრების მონაწილეობამ ამ პროექტებში, რომელთა გაცემა, სავარაუდოდ, მის ნებასა და არჩევანთან იყო დაკავშირებული, რადგან, თავისთავად, სტიქიური ვითარება არ გამორიცხავს უტენდერო შესყიდვის განხორციელებას.
ასევე, საყურადღებოა, რომ შპს „გურომ“ მიიღო ორი ხელშეკრულება, მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვით ადრე მის მიერ შესრულებული უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ ზემოთ მოგახსენეთ.
ზოგადად, ნათესავ-მეგობრების მიმართ ხაშურის გამგებლის განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულების შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შესანიშნავად იცის.
მაგალითად, შპს „თეონას“ დამფუძნებლის, ბორის ტეფნაძის ვაჟი, ზვიად ტეფნაძე საარჩევნო სიის წევრი ბრძანდება, ასევე, „სუპერ ჯგუფი ლდბჯ“-ის დამფუძნებელი ლევან გამრეკელი.
აღარაფერს ვამბობთ სხვა ნაცნობ-მეგობრებზე, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად სარგებლობენ გამარტივებული შესყიდვის უფლებებით, ამასთან საკმაოდ საინტერესო შემთხვევებში, როდესაც სულაც არ არის გამოკვეთილი გადაუდებელი აუცილებლობის ფაქტი (დანართში იხილეთ რამდენიმე ხელშეკრულების ფოტოპირი).
ბატონი გიორგი გურასპაშვილის დის ქმრის, ვასილ ცაბაძის, დის ქმარი, მერაბ ცხოვრებაზეც, იხილა საზოგადოებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის წევრობის კანდიდატებს შორის. მისი ძმა ნუგზარ (ნუკრი) ცხოვრებაძე კი, როგორც ხაშურელები გვატყობინებენ, რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ა(ა)იპის, „ხაშურსერვისის“ დირექტორია…
მოკლედ, ჩვენ მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია:
ნუ დაუშვებთ ნეპოტიზმს!
ნუ დაუშვებს კორუფციის რისკსაც კი!
დაიცავით საკუთარი ქონება!
აკონტროლეთ ბიუჯეტი!
#შეაჩერეკორუფცია!”

 

წყარო: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=123086131640518&id=100906090525189

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!