ხაშურის მერობის კანდიდატი ,,ოცნებიდან” გიორგი გურასპაშვილია

ხაშურში უკვე გამოჩნდა ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში პარტიას კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია,  ცხადია,  რომ გურასპაშვილი კვლავ მმართველი გუნდის რჩეულია.

გიორგი გურასპაშვილია 2014 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებს.

მცირედი ცნობები მისი ბიოგრაფიიდან:

დაიბადა 1975 წლის 11 მაისს,  ხაშურში.  1992 წელს დაამთავრა ხაშურის პირველი საშუალო სკოლა.  იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში,  რომელიც 1997 წელს დაამთავრა.

2000 წლიდან მუშაობს შპს.  ,,ხაშურში”, ხოლო მომდევნო წლებში ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2002-2004 წლებში არის ხაშურის ზონალურ საგადასახადო ინსპექციის უფროსი.  2004-2007 წლებში კი გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ხაშურის განყოფილების უფროსია.  შემდეგ მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტში,  კონტროლის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2013 წლიდან არის კოალიცია,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2014-2017 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე ,,ქართული ოცნებიდან” ხაშურის მერობის კანდიდატია.

© Khashuri News

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!