ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა

   ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო ,,მანდილიონი” გაიხსნა. სკოლა-სახელოსნოს ხელმძღვანელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ახალგაზრდა ხატმწერი ირაკლი ლიჩელია. მისი ხელმძღვანელობით ხაშურელი ახალგაზრდები უკვე ერთი წელია, რაც ხატწერას ეუფლებიან, თუმცა ამჯერად სახელოსნო ახალ შენობაში გადავიდა და მას ხატვის შემსწავლელი მეცადინეობებიც დაემატა.

ხატწერაზე მიიღებიან მოსწავლეები 12 წლიდან ზემოთ, ხატვაზე 6 წლიდან ზემოთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  557138384 .
ან გააგზავნეთ შეტყოგინება fb გვერდზე: ხატწერა. ირაკლი ლიჩელი

14480706_1214505381943783_8457056715302367224_o 14468427_1214505058610482_8484063650612940224_o 14424885_1214505651943756_2186831139933325091_o 11046258_922234257837565_508349984779605783_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!