ხაშურს რეაბილიტირებული ცენტრალური მოედანი ექნება

ჩვენი მოქალაქეები ალბათ უკვე შეამჩნევდნენ ხაშურის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ხაშურის წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მოედანი დიდი ხნის შემდეგ ახალი იერსახით დახვდება ხაშურის სტუმრებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ფეისბუქ” გვერდიდან ვიგებთ ,,ავტომობილების არასწორი პარკირების თავიდან ასაცილებლად, დაგეგმილია საავტომობილო სადგომების მოწყობა. გაიზრდება მოძრაობის ზოლების რაოდენობა და ისინი გზაგამყოფი კუნძულებით გაიმიჯნება. ყინვისას, ავტომობილების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, წრის გარშემო დაიგება ქვაფენილი. გაკეთდება გზის მონიშვნები, რაც გააუმჯობესებს საავტომობილო და საფეხმავლო გადაადგილებას. მოედნის შუაგულში დამონტაჟდება საათი, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება და განათდება. პროექტის ფარგლებში, აღდგება და შეიღებება ადმინისტრაციული შენობის ფასადიც. სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 198 498 ლარია. მოსახლეობა კეთილმოწყობილი ცენტრალური მოედნით სარგებლობას ნოემბრის დასაწყისიდან შეძლებს”.

14322399_393223434134671_5925652934162770946_n 14444859_393223470801334_496252362492877159_o

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!