შოთა დარბუაშვილი – კულტურის მოამაგე
ხშირად ვსაუბრობთ კულტურაზე, კულტურაში მიმდინარე პროცესებზე, მის ავსა თუ კარგზე, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება ადამიანები, ვინც ქმნიან კულტურას, ვინც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ და უჩუმრად მოღვაწეობენ, მრავალ სასიკეთო საქმეს აკეთებენ და ამაზე არც კი საუბრობენ. ამჯერად ჩვენი მკითხველი გაეცნობა ადამიანს, რომელიც ამჟამად ხაშურის საზოგადოების ერთ-ერთი საამაყო და გამორჩეული წევრია, მაგრამ მისი ცხოვრებით და მოღვაწეობით სრულიად საქართველოს კულტურის მოამაგეა, ეს ბატონი შოთა დარბუაშვილია, რომელსაც მრავალი თქვენგანი იცნობთ, მრავალი კი ახლა გაეცნობა. ,,ხაშური ნიუსს” საკუთარ ბიოგრაფიაზე ბატონი შოთა დარბუაშვილი ესაუბრა.
,,დავიბადე 1955 წლის 8 მაისს, ცხინვალში. ჩემი მოღვაწეობის სფეროებია, პოეზია, მუსიკა, ჟურნალისტიკა, საზოგადო საქმინობა. 1979 წელს დავამთავრე ცხინვალის სახელმწიფო- პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ფილოოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დავიწყე გასული საუკუნის 70 იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი როკ ჯგუფი ბონვარონი (ცისკრის ვარსკვლავი). ვიყავი ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. 1988-90 იან წლებში ვიყავი ,,ბონვარონის” სამხატვრო ხელმძღვანელი.
1981 წელს ასევე მიმიწვიეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ლიახვში დღემდე ვარ ამ ანსამბლის სოლისტი (დღეს უკვე სახელწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ნართები). მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში მოვიარე მრავალი ქვეყანა, გავხდი რესპუბლიკური თუ მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების არა ერთგზის ლაურეატი. ლიტერატურულ ჟურნალისტური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დავიწყე 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ჩემი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურალ გაზეთებში: “ლიტერატურული საქართველო”, “კლდეკარი”, ,,ნობათი” ,,საქართველოს რესპუბლიკა”, თბილისი”, ,, ახალი ივერია”, ,,ლიტერატურული ცხინვალი”, ,, შიდა ქართლი” და სხვა. 1994 წელს მიღებული მაქვს ჟურნალ ,,ნობათის” პრემია. ვიყავი ლიტერატურული ცხინვალის სარედაქციო საბჭოს წევრი. ივანე მაჩაბელის საზოგადოების დამაარსებელი და ვიცე თავმჯდომარე. თავჯდომარე გახლდათ გურამ შარაძე. გამოცემული მაქვს ოთხი პოეტური კრებული ” სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია” გამ. ” მერანი” 1992წ., ,,ლტოლვილი მქვია” გამ. ვედა 1994 წ. ,,წარსულის ნაამბორალი”, თბილისი, 2000 წ. ,,მივიწყებული წალკოტი” 2007 წ. გამ. ქართული წიგნი. ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ამჯამად ვმუშაობ დიმიტრი ყიფიანის სახლ- მიზეუმში ექსკურსიამძღოლად”.
ვფიქრობთ ეს მცირე პორტრეტი დაგვეხმარება ბატონ შოთას პიროვნების ნაწილობრივ შესაფასებლად, დანარჩენს კი მის შემოქმედებაში ამოიკითხავთ.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!