ეთნოგრაფიული პრაქტიკა სოფელ ბრილში
2016 წლის 21 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მამართულების სტუდენტებისთვის, ეთნოგრაფიის პრაქტიკის ფარგლებში შედგა მეორე გასვლა ჭერათხევის ხეობაში. ამჯერად ისინი სოფელ ბრილს ეწვივნენ, სადაც მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჩაინიშნეს ადგილობრივთა ემპირიული ცოდნიდან საინტერესო საკითხები, გაეცნენ ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სიხარულით მიიღეს სტუმრები და საინტერესო საუბრებიც გაიმართა, მათ ექსპედიციის მონაწილეებს მეგზურობაც გაუწიეს.
იმედი გვაქვს საბოლოოდ საინტერესო ანგარიში შედგება და ეს ყოველივე ჩვენს მუნიციპალიტეტში სამომავლოდ კომპლექსური სამეცნიერო მუშაობის დასაწყისი იქნება.
ექსპედიციას ხელმძღვანელობენ ეთნოლოგები: პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.