სურამის მეორე საჯარო სკოლა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელის“ მიხედვით სურამში ორკლასიანი სამრევლო სკოლაა, რომლის ბაზაზეც 1908 წლის სექტემბერში ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით ჩამოყალიბდა ე. წ. პროგიმნაზია, რომელშიც 100 მოსწავლე სწავლობდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა 7-წლიანი სკოლა, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა სურამის საშუალო სკოლად. სულ მალე სკოლას გამოეყო ასევე 7-წლიანი სკოლა და ეწოდა სურამის მეორე სკოლა, რომლის პირველი დირექტორიც გახდა ალექსანდრე ჭურაძე.

1938 წელს მეორე სკოლა გადავიდა სურამის ყოფილი ფოსტის შენობაში. სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო, 1939 წელს 7-წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად და ეწოდა სურამის მეორე საშულო სკოლა.

სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორები:

ალექსანდრე ჭურაძე – 1936-1938

ნიკოლოზ გოცირიძე – 1938

კონსტანტინე ორჯონიკიძე – 1938-1939

ალექსანდრე დიხამინჯია – 1939-1941

მექი თოფურია – 1941-1942

ივანე ჩახუნაშვილი – 1942-1965

კონსტანტინე მესხი – 1965 – 1979

გიორგი ხაჩიძე – 1979 – 2005

მარინა სახვაძე – 2005-2007

მიხეილ გიორგაძე – 2007-2014

დალი ბროლიძე – 2014 წლიდან

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!