ხაშურში ანსამბლ ,,ციცინათელას” მორიგი კონცერტი გაიმართა
2016 წლის 15 მაისს, ხაშურის კულტურის სასახლეში ანსამბლ ,,ციცინათელას” კონცერტი გაიმართა. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდა ლეგენდარული ანსამბლი ,,მზიური”, X ფაქტორის მონაწილეები ნინი მალხაზიშვილი და ლიზა მებონია.
სტუმართა შორის იყვნენ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კომპოზიტორი კახა ცაბაძე, ანსამბლ “მზიურის” უცვლელი ხელმძღვანელი სახალხო არტისტი გურამ ჯაიანი, ანსამბლ “ციცინათელას” კონსულტანტი და საერთაშორისო დონის არანჟირების ოსტატი კობა კალანდაძე, კომპოზიტორთა სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გაზეთ “რეზონანსის”ჟურნალისტი მამუკა ნაცვალაძე.
კონცერტის ბოლოს შესრულდა ანსამბლ ციცინათელას ახალი ჰიმნი, რომელის ტექსტის ავტორია პოეტი ეკა ბაქრაძე, ხოლო მუსიკის კომპოზიტორი კახა ცაბაძე.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!