ხაშურში ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია გაიმართა

   2016 წლის 15 მაისს, სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილეს” ორგანიზებით ქ. ხაშურში ფსიქოლოგის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ,,კამარას” დამფუძნებლის, ბლოგერის ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიებას კაფე ,,რანდევუ”-მ უმასპინძლა.
ლექციის თემა იყო ,,რას იტყვის ხალხი!”.
დიანა გელაშვილი, ორგანიზატორი: ,,სტუმრად გვყავდა ძალიან ჭკვიანი ქალბატონი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. აუდიტორიას, რომელიც მთლიანად ქალბატონებით შეივსო, ჰქონდა კითხვები სხვადასხვა ცხოვრებისეულ და აქტუალურ თემებზე,რაზეც პროფესიონალური და ძალიან სწორი შეფასებები და პასუხები მივიღეთ.
ბედნიერი დღე გვაჩუქა ნათიამ, მისი ენერგია და სითბო ძალიან გადამდებია, უშუალო და თბილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ კი ძალიან პოზიტიურად ზემოქმედებს”.

13227699_1207608375916402_5664928394811542247_o

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!