ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა
2016 წლის 22 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით ექსპონატებს მოიცავს. ექსპონატები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. გამოფენას უძღვებოდნენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი თამაზ ლაცაბიძე და არქეოლოგიური კოლექციების მცველი, ისტორიკოსი, პედაგოგი ჯონდო ქიტიაშვილი.
გამოფენა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!