გიორგი კეკელიძის ხაშურული დღიური

2016 წლის 21 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნების სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი/Distribution…–ის ორგანიზაებთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნების წარდგენა გაიმართა. გიორგი კეკელიძემ ეს დღეს სიმბოლურად დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანებს მიუძღვნა. ,,ფეისბუქის” საკუთარ კედელზე გიორგი კეკელიძე ამ ვიზიტის შესახებ წერს და ხაშურლებთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ესეც ხაშურში. დღეს ჩემი წიგნების წარდგენა გაიმართა. სიმბოლურად დაუნის სინდრომის მქონეებს მივუძღვენი. უამრავი ხალხი მოვიდა. განსაკუთრებით ახალგაზრდები. ბოლოს დანანებით მითხრეს, ხაშურის მცხოვრებლებს ყველა დაგვცინისო. ძალიან გავბრაზდი. ოდესმე ხომ უნდა მორჩეს ეს ნეგატიური სტეროტიპები, აკვიატებული, გაცვეთილი. და დავპირდი, რომ ამ გაბრაზებას თქვენც გაგიზიარებდით – ხაშურში ძალიან განათლებული და ახალი იდეებით სავსე ხალხი ცხოვრობს. იქ ხშირად ჩასვლა და გაზიარებააა საჭირო და არა დრომოჭმული ქილიკი”.

12593778_10208961396169471_1713585715241831802_o

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!