Category Archives: სკოლა

ოძისის სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავი აღნიშნეს

2017 წლის 9 ნოემბერს, სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა

   ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო ,,მანდილიონი” გაიხსნა. სკოლა-სახელოსნოს ხელმძღვანელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ახალგაზრდა ხატმწერი ირაკლი ლიჩელია. მისი ხელმძღვანელობით ხაშურელი ახალგაზრდები უკვე ერთი წელია, რაც ხატწერას ეუფლებიან, თუმცა ამჯერად სახელოსნო ახალ შენობაში გადავიდა და მას ხატვის შემსწავლელი მეცადინეობებიც დაემატა. ხატწერაზე

სურამის მეორე საჯარო სკოლა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელის“ მიხედვით სურამში ორკლასიანი სამრევლო სკოლაა, რომლის ბაზაზეც 1908 წლის სექტემბერში ადგილობრივი მოსახლეობის თაოსნობით ჩამოყალიბდა ე. წ. პროგიმნაზია, რომელშიც 100 მოსწავლე სწავლობდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა 7-წლიანი სკოლა, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა სურამის საშუალო სკოლად. სულ მალე

“საბავშვო თეატრალურ-ლიტერატურული სტუდია” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

ვისაც სურს მიიღოს მასტერკლასი მხატვრულ კითხვასა და თეატრალურ ხელოვნებაში, მიაკითხოს პოეტ ეკა ბაქრაძეს, რომელმაც ახლახან ხაშურის N 1 საჯარო სკოლაში გახსნა ,,საბავშვო თეატრალურ-ლიტერატურული სტუდია”. სტუდიის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მაღალ პროფესიულ დონეზე შეისწავლონ სასცენო ხელოვნება, მათი ძალებით დაიდგმება ლიტერატურული სპექტაკლები, კომპოზიციები.

ხაშურელი მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მობილურმა საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრა გამართა

21 ოქტომბერს, ქ. ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლაში გაიმართა ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ხაშურელ მოსწავლეებთან. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს” მონაწილეთა, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობისა და ხაშურის მე-6 საჯარო სკოლის მიერ.

ვაკანსია ხაშურის პირველ სკოლაში

განმარტება სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მიერ სპეციალური მასწავლებლის შტატზე გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ! საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ 21.2.-ე მუხლის ,,ე”-ქვეპუნქტის შესაბამისად სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო

ხაშურის მე-6 სკოლაში მანანა აბაზაძის ლექცია გაიმართა

   გ. ტაბიძის სახელობის ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში, სკოლის სამოქალაქო კლუბისა და პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს” მონაწილეთა ორგანიზებით ბიოლოგ მანანა აბაზაძის ლექცია გაიმართა. ქალბატონმა მანანამ ისაუბრა ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიმოიხილა ეკოლოგიური დაბინძურების შედეგად მიღებული შესაძლო საფრთხეები და ამ საკითხის ირგვლივ სკოლის მოსწავლეებს

ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში კინო-კლუბის პირველი ჩვენება გაიმართა

   გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6-ე საჯარო სკოლაში კინო-კლუბი ჩამოყალიბდა. პროექტი, რომელიც დაიგეგმა და შეიქმნა GLOW’ს ერთკვირიანი არაფორმალური სწავლების პერიოდში, წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში. ხაშურში, პროექტის ავტორია ამავე სკოლის მოსწავლე თაკო ზექალაშვილი. კინო–კლუბის მიზანია მოსწავლეები თავისუფალ დროს გასართობ–შემეცნებითი აქტივობებით დაკავდნენ. წლის

4 ხაშურელი მოსწავლე ამერიკაში

Flex-მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში.,,ფლექსი”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების,მათ შორის ქართველი მოსწავლეებისთვის       განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა,რომლის გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სწავლობენ სხვადასხვა ინგლისურენოვან სკოლებში და ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში. მათ ამერიკულ ცხოვრებას მთლიანად უზრუნველყოფს ამერიკის მთავრობა.კონკურსში მონაწილეობა

ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის 135-წლიანი ისტორია

 საამაყოა, რომ  ხაშურის  დავით  კაკიაშვილის  სახელობის  მე-2 საჯარო სკოლას   დიდი და  სახელოვანი  ისტორია  აქვს.  ეროვნულ  ნიადაგზე  დაფუძნებული  ცოდნის  შეძენაზე  ზრუნვა  სკოლაში  ჯერ  კიდევ  135  წლის  წინ  დაიწყეს.        1881 წლის  4  ოქტომბერს  სკოლის  გახსნა  საზეიმო  ვითარებაში  მოხდა. გაზეთ  ,,დროების“ 1881