ხაშურელი ქალბატონებისთვის მორიგი პროექტი ხორციელდება
ვიწყებთ პროექტს! – ,,დამოუკიდებელი ქალი”
– თუ ხართ დიასახლისი და ფინანსურად დამოკიდებული ხართ თქვენი ოჯახის წევრებზე,
– თუ ხართ დაუსაქმებელი და ვერ ახდენთ საკუთარი უნარების რეალიზებას,
– თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ უნარ-ჩვევებს თქვენი დასაქმების შანსების გაზრდისათვის,
– თუ გსურთ დაგიბრუნდეთ საკუთარი თავის რწმენა და მომავლის იმედი,
მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა!
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ – ფინანსურ დამოუკიდებლობას და ახალი უნარ-ჩვევების სწავლების გზით გაზარდოს მათი დასაქმების ანდა თვითდასაქმების შესაძლებლობა.
პროექტი განკუთვნილია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 45-წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის.
პროექტში მონაწილეობით თქვენ შეისწვლით:
1.ხელსაქმეს (ჭრა-კერვა, ქსოვა, სამკაულების აწყობა)
2. პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს,
3. კულინარიის ხელოვნებას,
4. კომპიუტერულ პროგრამებს,
5. ვარცხნილობების სტილისტობას (არჩევით)
6. სააფთიაქო საქმეს (არჩევით)
7.სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს (არჩევით)
ასევე:
გაეცნობით ქალთა უფლებებს;
შეისწავლით მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებასთნ დაკავშირებულ პროცედურებს და ბიზნეს გეგმის დაწერის ტექნიკებს;
გექნებათ საშუალება გაიაროთ კონსულტაციები როგორც ფსიქოლოგთან, ისე პიროვნული განვითარების ტრენერთან.
და ეს ყველაფერი რათქმაუნდა უფასოდ!
ტრენინგების ხანგრძლივობაა 5 თვე, კვირაში სამი შეხვედრა.
ტრენინგები დაიწყება 1 სექტემბრიდან.
პროექტში მონაწილეობისათვის გმოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმცია და დაადასტურეთ თქვენი მზადყოფნა პროექტში მონაწილებაზე. ელექტორნული ფოსტის მეშვეობით
co-participatory@hotmail.c
ან მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე: სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე”
ან დარეკეთ ნომერზე 558 133 969.
პროექტის სპონსორია:
ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ,,თანამშრომლობისა და განვითარების პროგრმის“ ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან: ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხაშურის რაიონული კომიტეტი” და ACC Distribution
პროექტის განხორციელების ვადები:
1 ივლისი 2015წ. – 30 ნოემბერი 2016 წ.
ბენეფიციარებს მივიღებთ 3 ეტაპად:
I – სექტემბერი – იანვარი; (2015-2016 წწ.)
II – თებერვალი – ივნისი (2016 წ.)
III – ივლისი – ნოემბერი (2016 წ.)