ხაშურელი მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად
დღეს ხაშურელმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მოხალისეობრივად მოეარათ ხაშურის ქუჩები და გარკვეული თანხა შეეგროვებინათ თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
,,სიტყვები არ მყოფნის ამ ახალგაზრდების საქციელის აღსაწერად. მათ ერთი ვუთხარი მოდით “თბილისს თანადგომა ” გამოვუცხადოთ და ისინიც გვერდზე გამომყვნენ, 4 საათიანი ქალაქში სიარულის შედეგად 310 ლარი შევაგროვეთ. მეამაყებით!”- განაცხადა ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის თავმჯდომარემ, თინათინ მახათაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე სვიმეონის ლოცვა კურთხევით ხაშურში მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია თბილისში, მდინარე ვერეს უეცარი მოვარდნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ დაზარალებულთა დახმარებაში.
საყოფაცხოვრებო ნივთები, პირველადი მოხმარების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, ტანისამოსი და ა.შ. ნებისმიერი რამ, რასაც დაზარალებული ოჯახები გამოიყენებენ შეგიძლიათ მოიტანოთ ხაშურში, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
თინათინ მახათაძის ფოტოები