ხაშურელთა კომენტარები ხაშურის კულტურის ტრაგედიასთან დაკავშირებით
,,ხაშური ნიუსის” სტატიას ,,კულტურის ტრაგედია ხაშურში – დანგრეული მუზეუმები, შეუსრულებელი დაპირებები” საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი მოჰყვა. ამ დამოკიდებულების უკეთ გასაგებად და კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ზოგიერთ გამორჩეულ კომენტარს, რომელიც სტატიასთან დაკავშირებით გაკეთდა.
ნინო მესხიძე: ,,დრო მთელს სამყაროში აჩქარდა, თვეებში და რამდენიმე წელში იცვლება ყველაფერი ამ ქალაქში კი… სანამ კომისიას გამოყოფენ, მერე ბალანს გაარკვევენ, შეხვედრები, ბანკეტები. მეხუმრებით?! გული შეგტკივათ, მჯერა. უუხ! კარგ სადღეგრძელოს რომ იტყვი მთელი გრძნობით, აი ქართველობა, აი კაცობა. ერთი რჩევა მაქვს ყველა დონის მოხელესთან – დიდ ფურცელზე დაწერეთ და თვალი რომ ხშირად გიხვდებათ ისეთ ადგილზე დაკიდეთ ფრაზა: მე დაქირავებული ვარ ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ იმიტომ არ მძვრება შიმშილით სული, რომ ვიღაც საკუთარი რისკის ფასად 18 საათი შრომობს და გადასახადებს იხდის. გასაგებია?!”
თინათინ მახათაძე: ,,ბატონო კონსტანტინე, ექსპერტების დასკვნა უკვე არსებობს, ხალხს ამით ნუღარ მოვატყუებთ, თითქოს მათ პასუხს ელით. მისი რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, არსებული დასკვნა მე პირადად ვიცი მუზეუმის თანამშრომლებისგან და სირცხვილია ქალაქში ასეთი მდიდარი ექსპონატებით სავსე დაწესებულება არსებობდეს და მის გადასარჩენად ყურადღება 0% იყოს, სხვას რომ თავი დავანებოთ. რომელი ერთი დავასახელო… მაგრამ აზრი? !!!!!!!”
ნათელა ცაცანაშვილი: ,,გულგრილობა არა მხოლოდ ტრაგედია და დანაშაულია, არამედ უდიდესი ცოდვაც. გინდა კაცი მოგიკლავს და გინდა ეროვნული განძი გაგინადგურებია, მაგრამ ჩინოვნიკებს ნამუსი სად გააჩნიათ. მაგათი ნამუსი ჩასუქებული კისერი და გადმოგდებული ღიპია”.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შედგენა ყველაზე რთული შენობა ნაგებობების პრიორიტეტულობით ხორციელდება, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მიერ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია გათვალისწინებულია მას შემდეგ რაც – აღდგენილი იქნება ნიკო ნიკოლაძის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმები, ერთბაშად და ერთიანად ქვეყნის ყველა სახლ-მუზეუმის აღდგენა შეუძლებელია. გაკეთდება აუცილებლად, უბრალოდ ასე სწრაფად არ გამოდის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ სხვა სახლ-მუზეუმებიც შავ დღეშია. საპროექტო დოკუმენტაცია რომ არსებობს, უკვე არის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნებოდა, რომ თავი დავანებოთ სპეკულაციებს და ერთ დღეში ქვეყნის აშენების არარეალისტური მოთხოვნით ქულების დაწერას!”