მეთერთმეტე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში
2015 წლის 7 მაისს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეთერთმეტე სემინარი.
მომხსენებელი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის პროფესორი, თეოლოგი ზურაბ ეკალაძე. თემა: „შესავალი ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში“.
შემდეგი, რიგით მეთორმეტე სემინარი გაიმართება მაისის მეორე ნახევარში.
სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!