სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია სურამისა და ხაშურის ეპარქიაში

           25 აპრილს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვმეონის ლოცვა-კურთხევით, სსიპ ქალაქ ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში, პირველი სამეცნიერო ინტერდისწიპლინარული კონფერენცია გაიმართა,რომელსაც უძღვებოდა ამავე სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი მორის დანდურიშვილი.

          კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: სურამისა და ხაშურის  ეპარქია, სსიპ ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლა და ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა.კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა მეუფე სვიმეონმა, ისაუბრა მის მნიშვნელობაზე, დალოცა და მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს და დამსწრე საზოგადოებას.

         მომხსენებლებს შორის იყვნენ: ისტორიკოსები მორის დანდურიშვილი,ჯაბა ლაბაძე და ნინო კიკნაძე, პროფესორი და ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძე, ეთნოლოგი თამილა კოშორიძე და ქართული  უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ჩუბინიძე.

         მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში არსებულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს ,შიდა ქართლში საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს,ეეკლესია-მონასტრების წარწერებს ,სურამში მოღვაწე სასულიერო პირების ცხოვრებას,წმინადანებს, სურამისა და ხაშურის ეპარქიიდან,შიდა ქართლის ხალხურ დღეობათა კალენდარს და ნიკოლოზ ბარათაშვილის და წმინდა დიმიტრი ყიფიანის ოჯახებს.

        ორგანიზატორების თქმით,პირველი კონფერენცია წარმატებით დასრულდა და სამომავლოდ მას ტრადიციული სახე მიეცემა.

      გიორგი ჩუბინიძე –  ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრი და  ერთ-ერთი ორგანიზატორი:  ,,მსგავსი აკადემიური კონფერენცია უმნიშვნელოვანესია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით სასიამოვნა, როდესაც რაიონულ ცენტრში, ეპარქიის სახელით ტარდება. როდესაც სულიერება და მეცნიერება შესისხლხორცებულია, როდესაც თანხვედრაა და ერთი მეორეთი საზრდოობს და პირიქით, გაცილებით მეტი სიკეთის მომტანია. პირველმა სამეცნიერო ინტერდისციპლინარულმა კონფერენციამ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სრულიად გაამართლა ორგანიზატორების იმედები. დაიგეგმა და განხორციელდა ისე, როგორც შეფერის მსგავს ღონისძიებას და რასაკვირველია, დიდი სურვილი და აუცილებლობაა ტრადიციად იქცეს, წელიწადში ორჯერ მაინც დავგეგმოთ და მოვახერხოთ მსგავსი ღონისძიებები,ამისათვის სრული მზადყოფნაა, როგორც ორგანიზატორების, ისე მკვლევართა მხრიდან“.

 გიორგი ბლიაძე

11112491_889629244428634_6469308133987970944_n11062860_889628721095353_5792602440420782977_n 11078227_889628711095354_2884006067244595341_n  11188488_889629081095317_4496656733941480649_n 11196298_889628774428681_5766713661937937817_n

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!