ხაშურში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, წმიდა მარინეს ტაძრის მიმდებარე 9 აპრილის სახელობის პარკში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება.
უკვე დასრულდა მემორიალის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად თორნიკე ჯაშიას ნამუშევარი გამოავლინა, რომლის გრაფიკული გამოსახულებაც ფოტოებზეა ასახული.
9 აპრილს, 13:00 საათზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 9 აპრილის ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. მემორიალის ადგილის გვირგვინებით შემკობასთან ერთად, დაგეგმილია მცირე კონცერტი და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.
დასწრება თავისუფალია.
წყარო: ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!