ლექცია ქალთა უფლებების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში
28 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ასოციაცია“ საქართველოს ადამიანთა და პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოების ხაშურის ორგანიზაციის მოწვევით ქ. ხაშურის მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. დამსწრე საზოგადოება მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებით არ შემოიფარგლებოდა, შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, ექიმები, დიასახლისები და სოციალურად აქტიური ადამიანები.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა „ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ხათუნა ჩუგოშვილმა.
ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე უსტარაშვილმა მსმენელებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები.
ასოციაციის იურისტმა თამარ სადრაძემ ჩაატარა მიმოხილვითი ლექცია ქალთა ზოგადი უფლებების შესახებ.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადობის ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხებში.
შეხვედრაზე დამსწრე ქალბატონებმა ასოციაციაში გაწევრიანებისა და, უფრო მეტიც, ხაშურის ფილიალის გახსნის სურვილიც გამოთქვეს.
ნატალია ღონღაძე