ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა
2 მარტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭოს. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ ვაჟა შუბითიძის განცხდებით მუნიციპალიტეტში მრავალ კულტურულ ობიექტს, ასევე ქალაქის ცენტრალურ მოედანს მინიჭებული აქვს დიმიტრი ყიფიანის სახელი, ამიტომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზისთვის უმჯობესი იქნება ნიკო ნიკოლაძის სახელის მინიჭება.
ნიკო ნიკოლაძე იყო XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა გამორჩეული წარმომადგენელი. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!