ვარსკვლავები ხაშურში – ნულოვანი პირობებით გაოგნებული ქართველი მომღერლები

   13 თებერვალს, ხაშურის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის ეთერ კაკულიას მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით ,,ძალა ერთობაშია“.

   კონცერტის მონაწილენი იყვნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ ჩინჩალაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, პაატა თედიაშვილი, ბესო კალანდაძე,  ბიძინა მახარაძე, აგრეთვე ცეკვის და მუსიკის ადგილობრივი ანსამბლები.

   უნდა აღინიშნოს, რომ საღამო არც თუ ისე კარგად წარიმართა და მომღერლები მოუწესრიგებელმა ინფრასტრუქტურამ და თანამედროვე ეპოქაში, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, დიდი ისტორიის მქონე კულტურის სახლის ასეთმა მძიმე მდგომარეობამ აღაშფოთა. გაყინული ოთახები, შეშის ღუმელთან მჯდომი ,,ივერიელები” და შერცხვენილი ხაშური. ეს ის რეალობაა, რაც დღეს ხაშურის კულტურის სასახლეში სუფევს.

 ,,ხაშური ნიუსი” კონცერტის პიარ-მენეჯერს, ტელეწამყვანს, პროდიუსერს და ინტერნეტ-ტელევიზია stars.ge-ს დამფუძნებელ ბესო ჩუბინიძეს გაესაუბრა.

10173624_617045541758250_3142491039167785180_nბესო ჩუბინიძე: ,,მე ხაშურში ვარ დაბადებული და მიყვარს ყველაფერი რაც კი ხაშურს უკავშირდება, მტკივა ყველაფერი რაც ამ პატარა ქალაქს ტკივა და განსაკუთრებით კულტურის სფეროში, იქნება ეს შენობა-ნაგებობების საშინელზე საშინელი მდგომარეობა, თუ იქნება ეს ზოგადი მიდგომა კულტურის მიმართ. უამრავი კონცერტის ორგანიზატორი ვარ და განსაკუთრებით ხაშურში გამიკეთებია მრავალი კონცერტი, სხვადასხვა ფორმატით – ვისაც პატარა ბაჩო ახსოვს (ჩემი შვილი რომელიც ორიათასიანების პატარა ვარსკვლავი იყო – ) – იმ დღიდან მოყოლებული ხაშურის კულტურის სახლი სულ ამ დღეშია, არცერთი მთავრობა, არცერთი მაჟორიტარი დეპუტატი და საერთოდ არავინ – პრიორიტეტად არ აყენებს ამ დარბაზის ერთხელ და სამუდამოდ მიხედვას, უხერხულია როცა ყველაზე მაგარი მსმენელი საქართველოში – ანუ ხაშურელი მსმენელი დარბაზში ყინვისგან კანკალებს და ისე უკრავს ტაშს ქართული ესტრადის ნაღდ ვარსკვლავებს, სირცხვილია, როცა – თემურ წიკლაური შეშას უკეთებს ,,ფეჩს” თავისი ხელით, რომ ხმა არ გაუცივდეს და უმაგრეს მსმენელს – უმღეროს გაყინულ დარბაზში. – ხმა მომივიდა რომ გამგეობაში და მუნიციპალიტეტში აღფოთებულნი ყოფილან ჩემს სიუჟეტზე და რაღაც უმადურობის მომენტი, რომ არ გამოგვივიდეს ჯერ აქ ვიტყვი: – ვისზე აღშფოთდით? რაზე აღფოთდით? – რათქმაუნდა თქვენი დახმარების გარეშე ამ ძალიან მაგარ კონცერტს ხაშურელი მაყურებელი ვერ იხილავდა, მაგრამ – რა უფლება აქვს ვინმეს სიუჟეტში ნაჩვენები პრობლემები მიკრიტიკოს?! რა – მონტაჟი იყო რამე თუ ტყუილი?! – პირიქით – სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს სიუჟეტი, რომ თუნდაც კულტურის სამინისტროში გადავაგზავნო და იქაც ნახონ, რომ მათი დახმარებაა საჭირო! – მითუმეტეს მაშინ როცა ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს ამის ფინანსური საშუალება და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატს კი – სურვილი, რომ მიხედონ ერთადერთ კულტურის სახლს, უძვლესს და უმაგრესს! – მე ამ რეპორტაჟით, ამ უმაგრესი კონცერტიდან და ქართველი ნაღდი ვარსკვლავები, თავისი უმაგრესი სიმღერებით – ხაშურის მთავრობას პრობლემის ცნობადობის გაჟღერებაში დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ დავეხმაროთ პრობლემის გასაჯაროებაში, რომელიც მხოლოდ ასე მოგვარდება! და იმის თქმა რომ – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგი კონცერტი გამოსულიყო და რა საჭირო იყო დანგრეული დარბაზის რეპორტაჟში ჩვენებაო – სასაცილოა…! საჭიროა და მეტიც! ისე ეს პრობლემა დარჩება პრობლემად ვითარცა ბოლო 25 წელია!”

————-

რეპორტაჟის სანახავათ გადადით ბმულზე – ვარსკვლავები ხაშურში

გიორგი ჩუბინიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!