ხაშურის სპორტული სკოლა, თუ დამკრძალავი ბიურო?

უძაღლო ქვეყანაში, რომ კატებს აყეფებენ ეს ახალი ალბათ არაა, მაგრამ არ მეგონა ასეთი უძაღლობა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს გაძვალტყავებულ ქალაქში.

ალბათ ამ შესავლისთვის და აქ მეტად სუბიექტური მოსაზრებებისთვის ჟურნალისტიკის შეურაცხყოფაში დამდებენ ბრალს და არაპროფესიონალს მიწოდებენ, თუმცა თავშივე გეტყვით რომ არ გახლავართ პროფესიით ჟურნალისტი, არამედ ჩემი ქალაქის ბედი და იღბალი მაწუხებს.

ცოტა ხნის წინ ჩვენს ქალაქში, ოდესღაც არსებული სპორტული სკოლის შენობაში კედელი გამოანგრიეს და მშვენიერი ვიტრინა ჩასვეს. ვიფიქრე გვეშველა და მორიგი ,,აღმშენებლობა” დაიწყო, მაგრამ ძალიან შევცდი. მერე წარწერა ,,ჯვარი” გამოჩნდა, ამ წარწერის ქვემოთ, კი წარწერა ,,დამკრძალავი ბიურო”. ნუთუ ჩვენთან პორტის საქმე ისეა, რომ პირდაპირ სპორტულსკოლაში დაასვეს დიდი ჯვარი სპორტულ აღზრდას და სამუდამოდ მარილზე გაამგზავრეს? ან იქნებ უფრო ზე იდეური დატვირთვა აქვს მას ამ შენობაში და ჩვენი ესოდენ ,,დეგრადირებული” გონება ვერ ჩასწვდა იმ სულიერად ხელოვანთა გონებას, რომლებსაც თავში აზრად მოუვიდათ ამ შენობაში დამკრძალავი ბიუროს გახსნა?

12345სულ ახლახანს კი უფრო მეტად შთამბეჭდავი მენიუც კი გაჩნდა, რომელიც აქ წარმოდგენილ ფოტოზეცაა დაფიქსირებული, ამიტომ მისი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. მიმოვიხილოთ ის ტერიტორია სადაც ეს დამკრძალავი ბიუროა. ეს არის ადგილი, რომელსაც ყოველდღე გადიან ჩვენი პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში სარბენად, სამხიარულოდ. მოკასკასე ახალგაზრდობა მზესუმზირის წკაპუნით ირთობს თავს და რამდენი ასეთი. მათ კი ამიერიდან ამ ქუჩაზე და ამ ადგილას მაცივარს შესთავაზებენ, ოღონდ არა ცივი სასმელებისთვის. სურათის გადიდებას შესთავაზებენ, ოღონდ არა ,,სელფ”- ფოტოების. მათ იქითა ქვეყანაში მშვიდად გაცილებას შესთავაზებენ და არა აქ, ჩვენს პატარა ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს სპორტ-სკოლაში სიარულს და ა.შ.

საკითხმა სოციალურ ქსელში დიდ განხილვას დაუდო საფუძველი და რამდენიმე არგუმენტი მინდა შემოგთავაზოთ, როგორც დამცველთა, ისე უკმაყოფილოთა წარმომადგენლებისგან. ამ კომენტარების ავტორები კი სოციალური ქსელის მომხმარებლები არიან, რომელთა არა სახელსა და გვარებს, არამედ მხოლოდ შეხედულებებს დავაფიქსირებთ.

ზ.მ.: ,,დღეს გავიარე სპორტ სკოლასთან, იმის მაგივრად რომ შეაჩერონ ამ დამკრძალავი ბიოროს ფუნქციონერება, ვნახე მენიუ გამოუკრიათ სარეკლამო შუშებზე, ეს მამაოები არავის არაფრად აგდებენ ხალხო რა უბედურებაა რა ხდება. ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყო ხაშურში მეტ გზას ვერ ვხედავ. არც მთავრობა გვყავს არც საზოგადოება და რავი ყველა ჩუმადაა ამ მარაზმზე”.

რ.კ.: ,,რა სამარცხვინოა მართლა სხვა ადგილი ვერ ნახეს? ყველაფერს დაუკარგეს ფასი ყველაფერი გაყიდეს და წაართვეს ხაშურლებს. კინოში რაგაც მარკეტს ხსნიან, აქ კიდე დამკრძალავი ბიურო გაუხსნიათ. მერე გვედით ქელეხის დარბაზს გააკეთებენ ალბათ, მომგებიანი იქნება, დამკრძალავი ბიურო აქვე აქვთ. კიდევ რა იდიოტობას კააკეთებენ. ამ ქალაქს საერთოდ პატრონი თუ ყავს. მემგონი არა, ხაშურში გაკეთებული მე ჯერ არაფერი მინახავს”.

კ.ტ.: ,,მეც მსგავსი პროტესტის გრძნობა დამეუფლა,როდესაც პირველად ვნახე და დავინტერესდი ვისი ინიციატივით გაიხსნა, ეგრედწოდებული “ჯვარი”იქ სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოძრაობს,ერთობა თუ სწავლობს.დავიჯერო,ხაშური იმდენად დატვირთული ქალაქია რომ ეგ ერთი პატარა მაღაზია სხვაგან ვერ დაეტევოდაა?სასაცილოა,სასაცილოოო”

ჰ.ტ.: ,,ხაშურელებს არ აინტერესებთ ხაშური პირველ რიგში და მერე გაიძახიან პატრონი არ ყავსო, თქვენ უნდა შექმნათ თორემ სხვას სულ არ სჭირდება ხაშური, კარგი იქნება ქალაქს რომ დაემსგავსოს, კინოც იყოს, ზემო სერზე უუუუმაგრესი პარკიც გაკეთდება, თანაც ისეთი საქართველოში არსად რომ არ იქნება, მერე ახალგაზრდებიც აღარ გადაიხვეწებიან სხვა ქალაქებში, ასე რომ მარტო ხელფასებს და პრემიებს ნუ მიჩერებიხართ ხაშურის მთავრობა, შვილები თქვენც გყავთ და მიხედეთ ქალაქს მომავალმა თაობამ მაინც რომ შეიყვაროს ეს ქალაქი და თქვენნაირად არ ეკიდოს ფეხებზე!!!!”

ლ.გ.: ,,პატივცემულებო მინდა გითხრათ,რომ დღს ეს შენობა წარსულში სპორტის სასახლედ წოდებული აღარ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება , ესაა უბრალო შენობა რომელიც ნებისმიერ მსურველზე ქირავდება , რათქმაუნდა თუ მაში “მოღვაწეობა” კანონსაწინააღმდეგო საქციელს არ წარმოადგენს, ასე,რომ ძალიან ნუ გაგვიტყდება გული , უმჯობესია მოვითხოვოთ ახალი ევროპული სტანდარტების მქონე სპორტ სასახლე თუ დარბაზი :))))))) რაც შეხება მამაოებს გაითვალისწინეთ ,თქვენ იმ ხალხზე საუბრობთ,რომელნის თითქმის 20 წელია სულიერ საზრდოს აწვდიდა და აწვდის ჩვენს უსაყვარლეს მამულშვილებს ! ამიტომ დაიოკეთ ნერვები და რაციონალური განსჯით მოეკიდეთ სიახლეებს!”

10392308_757682044285177_323266596281159554_n

111111123

ხაშური ნიუსი

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!