ხაშურის ბიბლიოთეკას მეტ ჟანგბადს მიაწვდიან?!

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლოთეკო გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობა ახალ ინიციატივას აანონსებს და წერს, რომ ,,საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საბიბლიოთეკო სივრცის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩვენი გუნდიდან წამოსულ ინიციატივას: ბიბლიოთეკართა, როგორც ქართული სულის სისხლძარღვებისთვის, მეტი რაოდენობის ჟანგბადის მისაწოდებლად, დაიგეგმოს და ჩატარდეს საქართველოს ბიბლიოთეკართა საერთაშორისო ყრილობა!”. რამდენად სჭირდება საქართველოს ბიბლიოთეკებს მეტი რაოდენობის ჟანგბადი 280 ლარიანი ხელფასების ფონზე, ჩვენთვის უცნობია, თუმცა საბიბლიოთეკო გაერთიანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,2023 წლის 3 მაისს,ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ კვირეულის დასკვნით ღონისძიება გამართა. პრეზენტაციების კონკურსში მონაწილეობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება (დირექტორი კლარა გელაშვილი). ახალი ხელმძღვანელის მიერ ჩვენი პრეზენტაციის წარმატებული წარდგენა შესაბამისად შეფასდა, – ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდად დავსახელდით, მივიღეთ პროექტის მიერ გათვალისწინებული დიპლომ-სიგელი და საჩუქრები.
✔️ საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საბიბლიოთეკო სივრცის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩვენი გუნდიდან წამოსულ ინიციატივას: ბიბლიოთეკართა, როგორც ქართული სულის სისხლძარღვებისთვის, მეტი რაოდენობის ჟანგბადის მისაწოდებლად, დაიგეგმოს და ჩატარდეს საქართველოს ბიბლიოთეკართა საერთაშორისო ყრილობა!
✔️ დიდი მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წარმომადგენელს!❤
✔️ წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს, რამეთუ, მათი ყოველი წარმატება წიგნიერებასთან ასოცირდება!
✔️ დიდი მადლობა ჩვენს მკითხველებსს, მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს.
✔️ უღრმესი მადლობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურის სამსახურს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის!”

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!