ხაშურის ბიბლიოთეკას მერიისგან ტორტი გადაეცა
საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვასთან დაკავშირებით მთავარ ბიბლიოთეკას ხაშურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის თანმშრომლები ესტუმრნენ და საჩუქრად ტორტი, წარწერით – ,,გილოცავთ საბიბლიოთეკო კვირეულს” გადასცეს.
,,შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ქალბატონმა კლარა გელაშვილმა. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის თანმშრომლებმა ისაუბრეს ბიბლიოთეკის როლზე, როგორც ერთ-ერთ საგანმანათლებლო კერაზე,რომელიც უდიდეს როლს ასრულებს მომავალი თაობის ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს და წარმატებები უსურვეს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში”- ნათქვამია ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების განცხადებაში.