ბიბლიოთეკარებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა
ესსეების კონკურსი – “ბიბლიოთეკარები მშვიდობისათვის”
📚 📢 ესსეების კონკურსი რეგიონალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებისთვის – „ბიბლიოთეკარები მშვიდობისათვის“.
📚 🇬🇪 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ააიპ განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი ინიციატივით ცხადდება ესეების კონკურსი.
📚 🇬🇪 🇺🇦 ესსეების კონკურსი ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
📚 🇬🇪 🇺🇦 კონკურსის მიზანია, ბიბლიოთეკარებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალაქში თუ სოფლად, მიეცეთ საშუალება ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა მშვიდობის მნიშვნელობაზე, გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას, გაიღმავონ ცოდნა და კიდევ უფრო მეტად გააცნობიერონ მშვიდობის მნიშვნელობა და ერის ერთიანობის აუცილებლობა თავისუფლებისათვის.
📚 🇬🇪 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული ყველა რეგიონალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს.
📚 🇬🇪 ესსეების კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და გამარჯვებულთა ესსეები დაიბეჭდება ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ კრებულში.
📌 საკონკურსოდ წარმოდგენილი ესსე უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
• ნაშრომი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში;
• დაშორება სტრიქონებს შორის – 1.5;
• შრიფტი – Sylfaen;
• შრიფტის ზომა – 12;
• აბზაცი უნდა იყოს დაცული მთელს ნაშრომში;
• ესეს მოცულობა უნდა იყოს 800 – 1000 სიტყვა.
ესსეები მიიღება 2022 წლის 30 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mcecgeorgia@gmail.com
🇬🇪 📚 გისურვებთ წარმატებებს! 📚 🇬🇪