,,ხალხი ლანძღავდა ხაშურის მერს, როგორც კორუპმირებულს და არაფრის გამკეთებელს” – კახა კოჟორიძე

,,ხაშურის მერმა თანამდებობა დატოვა. არ მიყვარს წაქცეულზე წიხლის მიყოლება. თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს:
1. ხაშურის მერს საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე უთხრეს, რომ თუ ოცნების კანდიდატი ვერ გაიმარჯვებდა პირველივე ტურში, მას მოუწევდა თანამდებობიდან წასვლა. ეს ინფორმაცია თავიდანვე გავრცელდა ხაშურში.
2. ალბათ ამით აიხსნება, რომ გურასპაშვილი ბოლომდე ჩაერთო ყველა იმ კანონდარვევაში, რასაც ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აკეთებდა. მე პირადად მივაწოდე ინფორმაცია მედიას, რომ ხაშურის მერი სუსის წარმომადგენლებთან ერთად ახდენდა ზეწოლას ჩემს მხარდამჭერებზე. ასევე ჩართული იყო ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ამის შესახებაც ვისაუბრეთ.
3. ყველა სოფელში, სადაც წინასაარჩევნოდ მივდიოდი, ხალხი ლანძღავდა ხაშურის მერს, როგორც კორუპმირებულს და არაფრის გამკეთებელს. კორუფციის ნიშნების გამო მე პირადად შევიტანე პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება.
4. დაიჭერენ მას? არა, რადგან ეს რომ გააკეთონ გურასპაშვილს დასაკარგი აღარ ექნება და მოყვება ფაქტებს იმ დანაშაულებრივი სისტემის შესახებ, რომლის ნაწილიც თავად იყო, ეს კი ოცნებას არ აწყობს.
5. ეს არის ბიძინას მართვის სტილი: გასვრის ადამიანს, გააკეთებინებს ყველა სიბინძურეს და მერე მოისვრის. გასვრილი ადამიანი კი ხმასაც ვერ იღებს. პირიქით, გურასპაშვილივით ირწმუნება, რომ არაფერი მომხდარა და ისევ ოცნების რიგებში რჩება…
6. შედეგი იგივეა: ისევ საწყალი ხალხი იჭყლიტება: მერი მოვიდა, ჭამა, წავიდა… რა ქონებაც იშოვნა, შერჩება. ხალხი კი დარჩა მშიერი და პრობლემები მოუგვარებელი.
7. და ბოლოს, მთავარი პრობლემა არის ბიძინას დანაშაულებრივი მართვის სტილი, რომლის ფორმულაა: ,,გასვარე და იბატონე!“ ივანიშვილისთვის პრობლემა არ არის კორუმპრებული ჩინოვნიკი, პირიქით: პატიოსანი და კვალიფიციური კადრია ამ მახინჯ სისტემაში მისი პრობლემა, ხოლო დისკრედიტირებული ადამიანი პოლიტიკური მანევრების საშუალებას აძლევს.
თევზი თავიდან ყარს! ხალხმა უნდა გაიაზროს ეს და ამ სისტემას უნდა უთხრას უარი. სხვა შემთხვევაში გურასპაშვილი შეიცვლება სხვა გვარით, მაგრამ ეს მწარე რეალობა არ შეიცვლება!” – წერს კახა კოჟორიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!