კახა კოჟორიძე ზაზა დუგლაძეს მიმართავს: ჩვენს ოლქში მსგავსი მეთოდების გამოყენაბაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ პირადად თქვენ!

,,ლელო საქართველოსთვის” ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კოჟორიძე, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ დასპონსორებული კამპანიის გამო, ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაზა დუგლაძეს მიმართვს:
,,მივმართავ ოცნების კანდიდატს, პირადად ბატონ ზაზა დუგლაძეს:
ბატონო ზაზა,
ძალიან გააქტიურდა ჩემს წინააღმდეგ დასპონსორებული შავი პროპაგანდა. მეთოდი მარტივია: ფეისბუქზე დაწერენ ტყუილს, მომაწერენ მე, მერე შემოვარდებიან ოცნების ტროლები, ბოტები ან აქტივისტები და ყველანაირ შეურაცხყოფას კადრულობენ. ამას ასევე აკეთებენ ჩემი თანაგუნდელების მიმართ. ეს არ მიკვირს, ოცნება ამას წლებია კარგად იყენებს… ველოდი, რომ ხაშურსა და ქარელშიც ასე იქნებოდა.
პირდაპირ გეტყვით ბატონო ზაზა: ჩვენს ოლქში მსგავსი მეთოდების გამოყენაბაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ პირადად თქვენ! საქართველოს მასშატბით ამის ორგანიზატორი რომ ბატონი ბიძინაა, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ნურც თქვენ იტყვით, რომ საქმის კურსში არ ხართ! სულელი არავინ არის!.. და თუ მაინც იტყვით, რომ არ იცოდით, აი ვწერ ამ პოსტს და გაყენებთ საქმის კურსში.

არჩევნებია და ცხადია, კანდიდატებმა და პარტიებმა ერთმანეთი უნდა აკრიტიკონ, მაგრამ კრიტიკასა და შავ პროპაგანდასა თუ ტყუილს შორის ძალიან დიდი ზღვარი და წითელი ხაზებია.
იმ შემთხვევაში თუ კიდევ ერთხელ მსგავსი პოსტები დაიწერება ან დასპონსორდება, დათესავთ ქარს და მოიმკით პოლიტიკურ ქარიშხალს!

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მსგავსი მეთოდების გამოყენებას მაინც არ ვაპირებთ. 15 წელია უსამართლობისგან დაჩაგრული ადამიანების დაცვის დროს, მრავალ გავლენიან პირთან დაპირისპირება მომიწია და ჯერ არ დამირღვევია ეთიკის წესები. ამას არც ახლა გავაკეთებ. ჩემი ბრძოლის მეთოდი იყო ფაქტები და არგუმენტები. ახლაც ასე იქნება. გაათმაგებული ძალით ყველა კანონიერ და მორალურ მეთოდს გამოვიყენებთ, რომ პირველივე ტურში დამარცხდეთ! გპირდებით!”-ნათქვამია მიმართვაში.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!