ხაშურის მაჟორიტაობისთვის პოეტი ხათუნა გელაშვილი იბრძვის

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატად ხათუნა გელაშვილი წარადგინა.
,,ვარ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან, პროფესიით ჟურნალისტი. ასევე, ვარ პოეტი, 4 წიგნის ავტორი, ბევრი წიგნის თანაავტორი და რედაქტორი. 2018 წლიდან ვხელმძღვანელობ კახა კუკავას პარტიის ქალთა ორგანიზაციას. პოლიტიკას რაც შეეხება, არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს, ქალისთვის. ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ მივაღწიე რაღაც მიჯნას, ან უნდა გავჩერებულიყავი ან უნდა გამეგრძელებინა წინსვლა და ვიგრძენი, რომ არ არის საკმარისი ის, რაც აქამდე მიკეთებია. თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა საქმიანობდეს, საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. პოლიტიკური საქმიანობა და მითუმეტეს, ხელისუფლებაში მოსვლა გაცილებით მეტ შესაძლებლობას და ინსტრუმენტს აძლევს ადამიანს, რომ ქვეყნის და ხალხის სამსახურში საქმე აკეთოს და ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი” – აცხადებს ხათუნა გელაშვილი ,,ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!